გია ჯაფარიძე პაპუაშვილის განცხადებაზე – ეს არის ძალადობის წახალისება, ეს არის მუქარა – ალბათ, წაახალისებენ ძალადობრივ ჯგუფებს

ეს არის ძალადობის წახალისება, ეს არის მუქარა. გარდა ამ განცხადებისა, ალბათ წაახალისებენ ძალადობრივ ჯგუფებს, – ასე ეხმაურება “ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ “ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ”.

მისივე თქმით, 12 წლის მმართველობის თავზე, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც „ქართლ ოცნებას“ შეუძლია მოქალაქეებისადმი არის შიშის დათესვა, ძალადობა და ტყუილები.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალადობის წახალისება, ეს არის მუქარა. გარდა ამ განცხადებისა, ალბათ წაახალისებენ ძალადობრივ ჯგუფებს. ეს ახალი არ არის….“ქართული ოცნება” ასე მოვიდა ხელისუფლებაში, ამას აკეთებს 12 წლის განმავლობაში და უკანასკნელი თვეების განმავლობაში. 12 წლის მმართველობის თავზე, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ მოქალაქეებისადმი არის შიშის დათესვა, ძალადობა, ტყუილები, დაყოფა, დაპირისპირება, სიძულვილის ენა. სხვა, “ქართულ ოცნებას” საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ აქვს”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე
შემდეგი სტატიაეს არის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება? დაპირისპირებისკენ მოწოდება? კიდევ მეტი ზიზღი? – ვაშაძე