15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

გია ჯაფარიძე: კობახიძეს უთქვამს, რომ 23 საუკუნის ვართ. საიდან მოიტანა?

“კობახიძეს უთქვამს, რომ 23 საუკუნის ვართ. საიდან მოიტანა? ვინ უწერს ამ გამოსვლებს? პირდაპირ თარგმნიან რუსულიდან? არანაირ ფილტრს არ გადის? არგონავტების ამბავი და ძველი კოლხეთი არ გაუგია? ეროვნულ მუზეუმში არასდროს ყოფილა? სად სწავლობდა? სად გაიზარდა? მუზეუმში არ ატარებდნენ? წიგნებს არ უკითხავდნენ? ან რა წიგნებს კითხულობს? ან რა წრეში ტრიალებს? სად მოისმინა, რომ 23 საუკუნის ვართ?

მანამდე რომ პრემიერ-მინისტრის როლს თამაშობდა, ბახტაძე, მისთვის მაინც მოესმინა.

ბახტაძემ ხომ დაგვიტოვა რაღაც რიცხვები, მათ შორის, 8000 დაიმახსოვრეთო, 8000 წელი ღვინოს ვაკეთებთო. 8000 წელი თუ მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია გვაქვს, 23 საუკუნის როგორ ვართ, აბა ღვინოს 8000 წელი ვინ კობახიძეები აკეთებთ? ყიზილბაშები?”,_ აცხადებს გია ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი რუსეთ-უკრაინის ომზე: თურქეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ხელშემწყობ ნაბიჯს პირდაპირი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად
შემდეგი სტატიაკალასი: ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს