გია ჯაფარიძე: ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები, არიან ეზოში და ეზოს გარეთაც

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის ძმა, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზურა ჯაფარიძეს სახლთან ტიტუშკები ელოდებიან.

“ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები. არიან ეზოში სახლის წინ და ეზოს გარეთაც. შავებში ჩაცმული ბევრი დაკუნთული გამოუშვეს პუტინის მონებმა. კამერები იღებს ყველაფერს”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძეს ამ დრომდე უცნობი პირები სამჯერ დახვდნენ სახლთან და “გირჩი ტვ-ის” ოფისის მიმდებარედ. გია ჯაფარიძეს თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან. ამ დრომდე არც ერთ მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირები შესაბამის უწყებებს გამოვლენილი არ ჰყავთ.

banner
წინა სტატიაში51 მოქალაქის კუთვნილ 3 023 176 ლარს მოტყუებით დაეუფლა-სააპელაციომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიაცხინვალში შესაძლო ბიზნეს გარიგების სურვილი წვრილმანია იმასთან შედარებით, რა სტრატეგიული პარტნიორობაც გვაქვს-დავითულიანი ჩინელი ინვესტორების ბიზნესგეგმაზე