გია ჯაფარიძე: არჩევანი გვაქვს კეთილდღეობასა და სიღატაკეს შორის და საერთაშორისო იზოლაციასა და ევროკავშირის წევრობას შორის

“12 წლის შემდეგ, ერთადერთი რასაც “ქართული ოცნება” სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ზიზღი, სიძულვილის ენა, დაპირისპირება, დაყოფა, ძალადობა, კორუფცია, სიღატაკე. 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფერზე ვთქვათ უარი, 26 ოქტომბერს სინამდვილეში ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს თუ როგორ ქვეყანაში გვინდა რომ ვიცხოვროთ. გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში როგორიც არის ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, სადაც ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა, სადაც მაღალი ხარისხის განათლებაა, სადაც სოციალური სამართლიანობაა, სადაც სოციალური დაცულობაა, სადაც სამართლიანი მართლმსაჯულებაა, სადაც კეთილდღეობაა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები.

თუ ჩვენ გვინდა ვიცხოვრო ისეთ სახელმწიფოში, სადაც არის სიღატაკე, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები გარბიან ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში. 26 ოქტომბერს არის არჩევანი ამ ორს შორის – ვრჩებით სიღატაკეში, საერთაშორისო იზოლაციაში, თუ ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ. 26 ოქტომბერს ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ საქართველო ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე და გვქონდეს ყველა ის სიკეთე, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ. არჩევანი გვაქვს კეთილდღეობასა და სიღატაკეს შორის და საერთაშორისო იზოლაციასა და ევროკავშირის წევრობას შორის.” – განაცხადა გია ჯაფარიძემ

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა
შემდეგი სტატიათამარ კორძაია: ჩვენი შეხვედრები თქვენთან ადასტურებს რომ თქვენ მოგბეზრდათ სიღატაკეში ცხოვრება, მოგბეზრდათ დაპირისპირება, გინდათ წინსვლა საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის