ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო მართლა არის ისტორიულ გზაგასაყარზე, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დარჩენილი 100 დღის განმავლობაში „ერთიანობის” წევრები მთელს საქართველოს მოივლიან, რადგან ყველა ოჯახში მიიტანონ ევროპული მომავლის სიტყვა.
„ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო მართლა არის ისტორიულ გზაგასაყარზე.
ჩვენ ვერთიანდებით თავისუფლებისთვის, ვერთიანდებით საქართველოსთვის, ვერთიანდებით საქართველოს გამარჯვებისთვის, ვერთიანდებით ქართველ ხალხთან, ვერთიანდებით ევროპული მომავლისთვის.
ამ 100 დღეში ჩვენ მივალთ ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს.
26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას!- განაცხადა გია ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.