ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

რა გეგმა ჩაუვარდა ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობას „ნაციონალების“ წინააღმდეგ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული.

გარდა ამისა, განიხილება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიასა და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმე.

სუს-მა გულორდავა და გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის პირველ ნოემბერს დააკავა. დაკავებამდე თითქმის ორი თვით ადრე, 13 სექტემბერს, ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის მერის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში სირიის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები დააპატიმრეს
შემდეგი სტატიარუსთავში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე 1 კაცი დააკავეს