გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთვნის

თბილისის „დინამოს“ პრეზისდენტის რომან ფიფიას განცხადებით, კლუბის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მას არ გაუთავისუფლებია.

როგორც ფიფიამ ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა გეგუჩაძე ახალგაზრდულ ნაკრებში გადადის.

„დინამოს“ გია გეგუჩაძე არ გაუთავიუფლებია. ის ახალგაზრდულ ნაკრებში გადადის და მე როგორ გავათავისუფლებდი. ჩვენ გვქონდა შეთანხმება სამი-ოთხწლიანი გეგმა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი იცვლება. მოხდა ისე, რომ საქარველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დასჭირადა გია გეგუჩაძის თანაშემწეობა და მე როგორ შევუშლიდი ხელს“, – განაცხადა ფიფიამ.

შეგახსენებთ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გეგუჩაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახა ცხადაძეს ჩაანაცვლებდა.

გეგუჩაძის ნაცვლად „დინამოს“ სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი გაწვრთვნის. ამ ფაქტს სლოვაკური მედია თავად იარაბეკზე დაყრდნობით ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშიქობულეთის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1.5 მეტრს აღწევს
შემდეგი სტატიაშსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა