გია გაჩეჩილაძე : პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება ემოციურ ნიადაგზე გააკეთა

ფრაქცია ,, ქართული ოცნება – მწვანეების’’ თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას გამორიცხავს. გია გაჩეჩილაძე პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც არ ემხრობა.

,,საქართველო, როგორც სახელმწიფო, სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას. ოკუპანტები გვიტევენ, გვაქვს სოციალური პრობლემები. ასეთ დროს ყოველგვარი რღვევა არის ანტისახელმწიფოებრივი”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, ფრაქცია „მწვანეები” საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გეგმავენ.

,, ცუდია, როდესაც ასეთი ამბები უმრავლესობაში ხდება, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი დალაგდება. ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა. როცა უმრავლესობაში ხარ, სახელმწიფო პასუხისმგებლობა შენზე გადმოდის და ამიტომ პიროვნული ყოველთვის უკანა პლანზე უნდა გადასწიო.
ფრაქცია „მწვანეების” პოზიცია ყოველთვის მიმართული იქნება უმრავლესობის შენარჩუნებისკენ, რადგან ამას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს”,-განაცხადა მან.

გია გაჩეჩილაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ემოციურს უწოდებს და ირაკლი კობახიძეს გუნდის შიგნით მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდებს

,,პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება ემოციურ ნიადაგზე გააკეთა. მეტი კონტაქტია საჭირო პარლამენტის წევრებთან. კარგი იქნება გუნდის შიგნით არსებული სიტუაციის განხილვა უმრავლესობის სხდომის ფარგლებში მოხდეს‘’ – განაცხადა ფრაქცია „ ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიმესამე სექტორი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას სთავაზობს
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე : ზოგიერთი ყმაწვილი დეპუტატი ძალიან გავს გუგულს, რომელიც კვერცხებს სხვის ბუდეში დებს