გია გაჩეჩილაძე : მხარს დავუჭერ სამთავრობო ცვლილებებს, თუმცა შეკითხვები აუცილებლად მექნება

მხარს დავუჭერ სამთავრობო ცვლილებებს, თუმცა შეკითხვები აუცილებლად მექნება ცვლილებებზე და ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც 2018 წელს იქნება მოსალოდნელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ განუცხადა.

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემური საკითხი, რომელსაც მისი კითხვები შეეხება, აზიური ფაროსანა და მასთან ბრძოლის გზები იქნება.

დეპუტატს ასევე შეკითხვები ექნება გარემოსდაცვით საკითხებზეც.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ნათია თოდუას გამარჯვება მიულოცა