გია გაჩეჩილაძე : მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებაზე რეფერენდუმის ჩატარება კარგი იქნება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აგვისტო 1, 2018 12:19

გია გაჩეჩილაძე : მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებაზე რეფერენდუმის ჩატარება კარგი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ჟურნალისტებთან საუბარში გაჩეჩილაძე NDI-ს კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა გაუქმდეს, მაგრამ
ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს.

„მომავალი თაობა საფრთხის წინაშე დააყენეს. იმედი მაქვს, პარლამენტი გაამკაცრებს არსებულ კანონმდებლობას მომავალი თაობა, რომ ბავშვები მაინც გადავარჩინოთ. საზოგადოება ისეთ პროცესებს ჯანსაღად აფასებს, რაც ოჯახებთან არის დაკავშირებული. რუკა ნახეთ, სად არის მარიხუანა ლეგალიზებული. თითზე ჩამოსათვლელ და გაუბედურებულ ქვეყნებს საქართველო დაემატა, რაც კატასტროფაა. თუ რეფერენდუმი ჩატარდება, კარგი იქნება, რადგან ეს იმ აბსურდულ ვითარებას წერტილს დაუსვამს, რომლის უკან არ ვიცი, ვინ დგას, მაგრამ ამ თვალსაზრისით ბევრი ეჭვი არსებობს“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზება არ უნდა მოხდეს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აგვისტო 1, 2018 12:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,981
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics