გია გაჩეჩილაძე “მაესტროს” გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება

ამ წუთებში გია გაჩეჩილაძე „მაესტროს“ თანამშრომლებს ხვდება. თავად გაჩეჩილაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მისმა ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ კი, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, გაიფიცნენ თუ არა თანამშრომლები.

“ჩვენ არ ვიცით, თანამშრომლები გაიფიცნენ თუ არა. ჩვენი ინფორმაციით, იყო ტექნიკური ხარვეზი. გავარკვევთ ყველაფერს. 55 %წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე შეხვდება ჟურნალისტებს და მერე გაკეთდება კომენტარები. ხვალ კი პარტნიორთა კრება იქნება და გაიგებთ, ვინ იქნება “მაესტროს” დირექტორი. ამ ეტაპზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება”, – განაცხადა კორძახიამ.

კორძახიას განცხადების მიუხედავად, ცნობილია, რომ დღეს დილიდან „მაესტროს“ ყველა თანამშრომელი გაფიცულია. ისინი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

ეთერში გადაცემები არ გადის.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე: რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, კოალიცია დაშლილია, უმრავლესობაც დაშლილია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინტერვიუ Caspian Energy-თან