გია გაჩეჩილაძე, მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ ყოფილ მფლობელთან, ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა. მანამდე გია გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
წილების გადაცემის შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა ტელეკომპანიაში რაიმე სახის ცვლილება – ამ კითხვებზე საპასუხოდ გია გაჩეჩილაძესთან დაკავშირებას რედაქცია დილიდან უშედეგოდ ცდილობს. „მაესტროს“ დირექტორმა, ზურა ნაყეურმა კი გვითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
ბოლო ცვლილებით, შპს „სტუდია მაესტროს“ წილები ასე ნაწილდება:
გიორგი გაჩეჩილაძე – 80%; მამუკა ღლონტი – 15%; ეკატერინე აკობია – 5%;
კომპანიის დირექტორი კი ზურაბ ნაყეურია.















