გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანიის ერთობლივ მართვაზე მიმდინარეობს

ტელეკომპანია „მაესტროს“ 55-პროცენტიანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მაკა ასათიანთან მოლაპარაკებები ტელეკომპანიის ერთობლივ მართვაზე მიმდინარეობს.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, მაკა ასათიანის მხარესთან მოლაპარაკება აქვთ სწორედ ამ თემაზეა და არა – მისი 25-პროცენტიანი წილის შესყიდვაზე.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია გაჩეჩილაძე მაკას ასათიანის კუთვნილ წილს შეისყიდის და ამაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის შერბეკის რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნებდა, ის “ქართულ ოცნებასთან” ერთად უნდა იყოს”