გია გაჩეჩილაძე : 2010 წელს არასრულწლოვნებმა 40 მკვლელობა ჩაიდინეს და ჩვენ ერთი საშინელი ფაქტის გამო შევქმენით საგამოძიებო კომისია

2010 წელს არასრულწლოვნებმა 40 მკვლელობა ჩაიდინეს და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ჩვენ ერთი საშინელი ფაქტის გამო შევქმენით საგამოძიებო კომისია – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტის სხდომაზე, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატს უსმენენ.
„2010 წელს მაგალითად 418 განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა არის რეგისტრირებული, 2011 წელს – 336. ანუ, საქართველოში ფაქტობრივად ყოველდღე ხდებოდა მკვლელობა და ამის შესახებ მაშინ კაციშვილმა არ იცოდა. ახლა მედია თავისუფალია. 2010 წელს არასრულწლოვნებმა 40 მკვლელობა ჩაიდინეს. ჩვენ ერთი საშინელი ფაქტის გამო შევქმენით საგამოძიებო კომისია და ყოველდღე მედიაში არის ეს. მაშინ 40 მკვლელობაა ჩადენილი და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშიმეშახტეებს სერიოზული დამწვრობები აქვთ – ქაშიბაძე
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით არაფერი არ არის გადაწყვეტილი