გია გაბრიჭიძე – „პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ნამდვილად ამაზრზენია“

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სააპელაციო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.

როგორც გაბრიჭიძე წერს, შესაძლებელია რომ პოლიტიკოსებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ნამდვილად ამაზრზენია და ვისაც ეს ფრაზა ეხება, ძალიან კარგად იცის.

„ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი უდიდესი ნაწილი. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად იცით. პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას – ზაზა სარალიძე.

რაც შეეხება განაჩენის შეფასებას, ეს არც პარლამენტს და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ეხება. შესაძლებელია რომ პოლიტიკოსებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ნამდვილად ამაზრზენია და ვისაც ეს ფრაზა ეხება, ძალიან კარგად იცის. ამიტომ თავი შეიკავონ, მათთვის ჯობია.
ყველა ხედავს რომ გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად არ აღსრულდება“ – წერს გია გაბრიჭიძე.

banner
წინა სტატიაშისკანდალი აჭარის ტელევიზიაში – “ფაქტობრივად, საჯაროდ მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე”
შემდეგი სტატიაზუგდიდში 90-ზე მეტ პენსიონერ მასწავლებელს სამსახურიდან წასვლა სურს