გია დგებუაძე, იგივე “მასტერა” მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

გია დგებუაძე, იგივე “მასტერა” მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. პატიმარს ექსტრადირებიდან 2-თვიანი ვადა ეწურებოდა და მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საიკითხი განიხილა.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ნავთლუღის სპეცოპერაციის ეპიზოდს ეხებოდა, მხოლოდ დგებუაძის აღკვეთის საკითხის განხილვა მოხერხდა.

მოსამართლის განცხადებით, სხვა სახითხებზე ვერ იმსჯელებდნენ, ვინაიდან დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გაურკვეველი მიზეზით პროცესზე არ გამიცხადდა.

“ახალაიასთვის წარდგენილი მუხლი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს და ბრალდებული სავალდებულო დაცვას ექვემდებარება. ამიტომ სხდომა მის გარეშე ვერ გაგრძელდება”, – აღნიშნა ლაშა ჩხიკვაძემ.

ჩხიკვაძე დგებუაძის საქმეზე ახალი მოსამართლეა. ბრალდებულმა საქმის მოსამართლე ლილი მსხილაძე წინა სასამართლო სხდომაზე აიცილა.

ახალაიას და დგებუაძეს ნავთლუღის სპეცოპერაციისას სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: იმ ფონზე, როცა განათლების პოლიტიკა არ იცვლება, ეს არის დაცინვა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: ახალი მინისტრი, თავისი მონაცემებით, რეფორმებისთვის უკეთესი იქნება