გია დგებუაძე აცხადებს, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას სროლების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა

ბრალდებულ გია დგებუაძის იგივე “მასტერას” ჩვენების მიხედვით, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას სროლების დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა.

განზრახ მკვლელობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სასამართლოზე დაიკითხა.

დგებუაძემ მოყვა, თუ რა დავალებებს იღებდა მისი ხელმძღვანელისგან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელ დათა ახალაიასგან.

ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, მას ახალაიამ უთხრა, რომ რუსთავის ერთ-ერთი საპყრობილედან მზადდებოდა გაქცევა, უნდა ეკონტროლებინათ მურად გორგაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც შესაძლოა, ყოფილიყვნენ შეიარაღებულები.

გია დგებუაძის განცხადებით, იმისთვის რომ ეს პირები თვალთახედვიდან არ დაეკარგათ მან შესაბამისი დავალებები გასცა სამმართველოს თანამშრომლებზე.

რაც შეეხება 2006 წლის 12 იანვრის ღამეს, გია დგებუაძე ყვება, რომ ის ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა 21:00 საათისთვის და უნდა მოეხდინა ვიზუალური კონტროლი იმ პირების, რომლებსაც კუდ-ის თანამშრომელი ჩამოსვამდა ავტომანქანიდან.

ბრალდებულის თქმით, ახალაიას ნათქვამი ქონდა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე იდგა სპეცრაზმი.

“სუმბაძემ ჩამოსვა ეს სამი პიროვნება ავტომანქანიდან და დაემშვიდობა, მე ამ დროს ვახორციელებ მათ ვიზუალურ კონტროლს, ვდგავარ ტრასაზე, თითქოს ტაქს ველოდები. ერთ-ერთმა დაიწყო ტელეფონზე საუბარი და ამ საუბარში დაიძრნენ სამივენი ავტოსადგურის ტერიტორიის მიმართულებით, მეც გავყევი მათ. ისინი ავტოსადგურის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. იქვე გავჩერდი რამდენიმე წუთით და გასროლის ხმა გავიგე. როცა გავიგე ეს ხმა, დავწექი და ხეს მოვაფარე თავი, ისე აღვიქვი, თითქოს სროლის ხმები სხვადასხვა ადგილიდან ისმოდა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 20-30 წამი. დავინახე დათა ახალაიას მანქანა შევიდა ავტოსადგურის შენობასთან”, – განაცხადა ბრალდებულმა.

მისივე ჩვენების მიხედვით, როდესაც ის ტერიტორიაზე შევიდა, ადგილზე მყოფებმა უთხრეს, რომ იყო სამი გარდაცვლილი, ხოლო შალვა თათუხაშვილი დათა ახალაიას უხსნიდა, თუ როგორ მოხდა მათი გარდაცვალება და ცეცხლის გახანია დროს, რა პოზიციებზე იყვნენ.

როგორც დგებუაძე ყვება დათა ახალაიას შეატყო, რომ იყო აფორიაქებული და განერვიულებული.

მისივე თქმით, ახალაია არ ელოდა ესეთ შედეგს. დგებუაძესთან ერთად სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულია დათა ახალაია.

banner
წინა სტატიაშიაგარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: საქართველოში დღითიდღე უმჯობესდება ბიზნესის კეთების შესაძლებლობები