გია ცერცვაძის საქმე – პრემიერის პრესსამსახურის განცხადება

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საკითხზე დღის ბოლოს განცხადება პრემიერის პრესსამსახურმა გააკეთა.

უწყებამ სააგენტო ipress-თან საუბრისას პოლიტიკოსებს მოუწოდა, მსგავსი საკითხების პოლიტიკური ინსინუაციების თემად ქცევისგან თავი შეიკავონ.

“საქართველო თავის მოქალაქეებს არ გასცემს და ეს ჩვენს კანონმდებლობაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული. პრემიერი, სრულად იზიარებს ამ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელი გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს და შეეცადოს, მსგავსი საკითხები პოლიტიკური ინსინუაციების თემად არ აქციოს” – განაცხადეს პრემიერის პრესსამსახურში.

 

წყარო : “აიპრესი”

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელია
შემდეგი სტატიაპარლამენტი პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ პროექტზე სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს