ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გია ცაგარეიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
ცაგარეიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საკითხს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გია ცაგარეიშვილს მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.