გია ცაგარეიშვილი : ბურჭულაძე ფაქტობრივად აღარ დარჩა, კიდურები ჩამოაჭრეს, დაკარგა სახე

ვერ ვიტყოდი, რომ მარტო დარჩენილი ბურჭულაძე ვინმეს კონკურენტია, ბურჭულაძე ფაქტობრივად აღარ დარჩა, მას ჩამოაჭრეს კიდურები, დაკარგა სახე, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა „გირჩის“ მიერ პაატა ბურჭულის პარტიის დატოვების კომენიტრებისას.

„როგორც კოალიციის ყოფილი წევრები საუბრობენ, ფული, ფული და ფულია მთავარი შემკვრელი ამ ადამიანების, მხოლოდ მატერიალური სიკეთეები და თაღლითური სქემა, რომელიც შესთავაზეს ქართულ ამომრჩეველს, და ამის უკან არაფერი არ იდგა. ყველაფერი ჩაიფუშა, დასრულდა და დარჩა კუპიურები ამ კოალიციის გამოსახატავად ჩვენს მეხსიერებაში”, – განაცხადა ჟურნალისტებთან გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი ამოცანა არჩევნებში წარმატების მოპოვებაა.

„ჩვენი მთავარი კონკურენტი არის იმედგაცრუება, რომელიც დაამკვიდრა ამ ხელისუფლებამ საზოგადოებაში. ეს უნდა გადავლახოთ ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან უნდა მივიყვანოთ და მოვიპოვოთ ძალიან დიდი წარმატება. დანარჩენი, ყველამ თავის თავს მიხედოს და არ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია“,- აღნიშნა ცაგარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს
შემდეგი სტატიაყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი სანდრა რულოვსის, მიხეილ სააკაშვილის, ხათუნა კალმახელიძის, დიმიტრი შაშკინისა და კახა ლომაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს