თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული ლიდერისთვის, გია ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე იხილავს.
დაკავებულმა პოლიტიკოსმა წარდგენილ ბრალდებას „უზნეობა, აბსურდი და შეთითხნილი საქმე“ უწოდა.
„წარმოუდგენელია, ჩემი ბიოგრაფიის მქონე ადამიანს სახელმწიფომ ქვეყნის ღალატი დამაბრალოს.
როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ზის ციხეში და ამდენი უდანაშაულო ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო გამოკეტილია საკანში, არ მიკვირს ჩემი დაკავება. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი დაკავება სრული სამართლებრივი აბსურდი და ამორალური ქმედებაა ამ რეჟიმის მხრიდანაც კი“, — განაცხადა ტვ პირველის ინფორმაციით, გია ბარამიძემ სასამართლო დარბაზში.








