გია ბარამიძე პარლამენტში შესვლის მომხრეა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 11, 2016 01:26

გია ბარამიძე პარლამენტში შესვლის მომხრეა

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს,,ვეთანხმები მიშას, რომ ეს არჩევნები დიდი დარღვევებით ჩატარდა და რომ იგი არ იძლეოდა საშუალებას ჩვენი ხალხის ნების თავისუფლად გამოსახატად.
ვიზიარებ, (რაც არ უნდა ეს ჩემთვის მძიმე სათქმელი იყოს) რომ ამ დარღვევებისა და ძალადობის ფონზე არ შეიძლება მეორე ტურებში მონაწილეობა, ხოლო პარლამენტში შესვლა (ჩვენს ხალხთან დალაპარაკებისა და პარტიის გადაწყვეტილების საფუძველზე) საჭიროა რათა ჩვენმა გუნდმა შეძლოს ამ პუტინისტი ოლიგარქის წინააღმდეგ მშვიდობიანი და არაძალადობრივი, კანონიერი გზებით საბრძოლველად გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი.
ეს ადგილები, რაც ჩვენ მოვიპოვეთ იმ ადგილების რაც ხალხის ნების გაყალბების გარეშე უნდა მიგვეღო, მხოლოდ ნაწილია, მაგრამ ნამდვილად გვეკუთვნის (მე პროპორციული სიით ვერ ვიქნები პარლამენტში) და ეს ხალხმა მოგვცა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პარტიას არ გვაქვს უფლება და ფუფუნება ამ ბერკეტზე და შესაძლებლობაზე ვთქვათ უარი. ამიტომ უნდა შევიდეთ და პარლამენტის შიგნითაც და გარეთაც მშვიდობიანად ვებრძოლოთ ოლიგარქის რეჟიმს.
მთავარია (ტაქტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად) კვლავაც ვიყოთ ერთიანები და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!,, აცხადებს სოციალური ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრი გია ბარამიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 11, 2016 01:26

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics