გია ბარამიძე : ნებისმიერ თანამდებობაზე საუბარი, ახლა სირცხვლია! რაც შეეხება საერთო მაჟორიტარებს, ერთამანეთის მხარდაჭრა მნიშვნელოვანია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მოცემულ ვითარებაში ყოველგვარ თანამდებობებზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატზე საუბრი, აბსოლუტურად უადგილოა.
„შემქნილ მდგომარეობაში, თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარი, წარმოუდგენელია. ეს თემა არაა დღეს ხალხისთვის საინტერესო. როცა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თანამოქლაქეები ამხელა ეკონომიკური, ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან, მთავარი თემა მათთვის დახმარების გაწევაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელისუფლებას გამოვგლიჯოთ ფინანსური რესურსი მათ დასახმარებლად. ნებისმიერ თანამდებობაზე საუბარი, ახლა სირცხვლია!

რაც შეეხება საერთო მაჟორიტარებს, ერთამანეთის მხარდაჭრა მნიშვნელოვანია. შესაძლოა ეს იყოს პირველ ტურში, ან მეორე ტურში. როგორც მოხერხდება იქიდან გამომდინარე, ეს მოალაპრაკებების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც ახლა მიმდინარეობს”- აცხადებს გია ბარამიძე.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს
შემდეგი სტატიაყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ საერთო კანდიდატებზე, სულ მცირე 20 ოლქზე მაინც შევთანხმდეთ