გია ბარამიძე : ივანიშვილი პოლიტიკურ ოპოზიციაში გადაბრძანდება

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ოპოზიციაში გადაინაცვლებს.

ეს განცხადება ბარამიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ გააკეთა.
საუბარია ივანიშვილის მოსაზრებაზე იმასთან დაკავშრებით, რომ პარლამენტში შესაძლოა მეორე ძალად „თავისუფალი დემოკრატები შევიდნენ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი შეიძლება მანდატები საერთოდ ვერ მოიპოვოს:

„ივანიშვილი თვითონ არის აჭრილი, ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს. ხან 30% გვაქვს და ხან ხუთი კაცით შევალთ. ამ ყველაფერზე პასუხს გავცემთ ძალიან მშვიდად და წყნარად, არჩევნებზე მისვლით და არჩევნებში გამარჯვებით. კანონიერად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, ივანიშვილი გადაბრძანდება პოლიტიკურ ოპოზიციაში,“ – განაცხადა გია ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი : “ქართული ოცნების” დაპირებები აცილებულია 2017 წლის ბიუჯეტს
შემდეგი სტატია“მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება”- სატრანსპორტო კომპანიის განცხადება