გია ბარამიძე გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისთვის დააჯარიმეს, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ 2000/2000 ლარით დაჯარიმებულები ვართ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობის გამო.

ავუხსენი, რომ ეს მოქმედება იყო, ჩვენი პოლიტიკური პროტესტი პოლიტიკური მოტივებით მოქმედი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი და ხალხის კიდევ უფრო მეტად გამაღარიბებელი შეზღუდვების წინააღმდეგ.

ამიტომ ცხადია, არ ვეთანხმები ამ ჯარიმის სამართლიანობას და ვაპირებთ შესაბამისი წესით სასამართლოში გავასაჩივროთ.

არა პოლიტიკურ შეზღუდვებს!“, – წერს გია ბარამიძე „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშიმელაშვილი: პროკურატურა ცდილობს, ჩემ მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: შესვლა არ განიხილება