გია ბარამიძე : “ენმ”-ს “ეროვნული ფორუმის”, “რესპუბლიკელების” და “თავისუფალი დემოკრატების” გაერთიანების შესახებ საუბრები მიმდინარეობდა

news
ავტ.: news ოქტომბერი 17, 2016 14:01

გია ბარამიძე : “ენმ”-ს “ეროვნული ფორუმის”, “რესპუბლიკელების” და “თავისუფალი დემოკრატების” გაერთიანების შესახებ საუბრები მიმდინარეობდა

კოალიციიდან “თავისუფალი დემოკრატების” გასვლის შემდეგ კულუარულად მიმდინარეობდა საუბრები, რომ “ნაციონალური მოძრაობის”, “ეროვნული ფორუმის”, “რესპუბლიკელების” და “თავისუფალი დემოკრატების” გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობა შეცვლილიყო -ამ განცხადებას “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აკეთებს.

“საშუალება ნამდვილად იყო იმის, რომ გვემსჯელა, რათა შექმნილიყო ახალი კონფიგურაცია პარლამენტში. ამის თაობაზე საუბრები მაშინაც იყო, მათ შორის პრესითაც, რომ ივანიშვილი ჩამოშორებულიყო ხელისუფლებას და შესაძლებლობა ყოფილიყო პარლამენტში ვითარების ხავერდოვნად შეცვლის. ამის თაობაზე მსჯელობაც იყო, მაგრამ საბოლოოდ თანხმობამდე ვერ მივედით და ეს უკვე ვისი ბრალი იყო, როგორ იყო, სხვა თემაა, მაგრამ ერთ-ერთი, ყოველშემთხვევაში ამ მიმართულებით ვინც არ დათანხმდა, იყვნენ „რესპუბლიკელები“. ოფიციალური კონსულტაციები არ მიმდინარეობდა, მაგრამ ამის საშუალება იყო. კულუარებში იყო საუბრები სხვადასხვა დეპუტატს შორის. ეს ფაქტია, მაგრამ ოფიციალური კონსულტაციები არ გახსნილა, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი მზაობა ამასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ამის შანსი იყო. სამწუხაროდ, ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული”, – განაცხადა ბარამიძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 17, 2016 14:01