გია ბარამიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა

ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრისას მცირე ინციდენტი მოხდა.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გიორგი გოგინავამ შეხვედრის ჩაშლა სცადა.

„ეს არის მეთოდი, რომლითაც ატარებს საარჩევნო კამპანიას „ქართული ოცნება“. ის არის ნასამართლევი, რომელიც მონაწილეობდა ჩვენი ოფისების დარბევაში. ეს ადამიანი არის გიორგი შენგელიას შტაბის წევრი.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაანებონ თავი ბინძურ პროვოკაციებს“, – განაცხადა ბრიფინგზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მომხდარი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

„სამწუხაროდ, ჩვენს მოსახლეობას აქვს მწარე მეხსიერება მათი მმართველობის პერიოდში განხორციელებული დანაშაულების შესახებ. ბუნებრივია, მოსახლეობას გარკვეული შეკითხვები აქვს, მათ შორის, მწვავე ექნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ შტაბის წევრმა, მამუკა წოწერიამ.

მამუკა წოწერია უარყოფს, რომ დასახელებული პირი, გიორგი გოგინავა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის წევრია და ყველა პოლიტიკურ ძალას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს.

წყარო: 1tv.ge

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – „ფრაქციისთვის ფული დაგვიმატე, თორემ ფლანგვას დაგაბრალებთ”: ეს არის რომან გოცირიძის მარტივი საბრძოლო ტაქტიკა
შემდეგი სტატიალიეტუვაში 1000 ევროს დაურიგებენ ყველას, ვინც ძველ მანქანაზე და შეშის გათმობაზე უარს იტყვის