გია აბაშიძე : ქვეყნის მცირერიცხოვან, მაგრამ მჩხავანა მავნებლებს სურდათ ეკლესიისა და სახელმწიფოს დაპირისპირების გაღვივება – ვერ მივართვით

თურმე შეგვძლებია ერთობა, სოლიდარობა, თანადგომა, მორჩილება საერთო საქმისთვის, ქვეყნისთვის. იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნის მცირერიცხოვან, მაგრამ მჩხავანა მავნებლებს სურდათ ეკლესიისა და სახელმწიფოს დაპირისპირების გაღვივება. ვერ მივართვით კორონაცკლასტერს! საზოგადოების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოებრივად აზროვნებს,– ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი მეხსიერებიდან ვერასოდეს წაიშლება წუხანდელი აღდგომის ღამის უზომო, დისტანციური სითბო, ერთსულოვნება და სიყვარული. დიდუბეში, შუაღამით, ანთებული სანთლებით, მეზობლები ორი დიდი კორპუსის აივნებზე ვიყავით გამოსულნი ერთმანეთს ვულოცავდით, რიგ-რიგობით საგალობლებს ვრთავდით. ასეთი მრავალი ვიდეო სოცქსელშიც ვიხილეთ. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი ამის გადაღება, მობილური არც კი გამხსენებია. იმდენად ემოციური და შთამბეჭდავი იყო ის წუთები. თურმე შეგვძლებია ერთობა, სოლიდარობა, თანადგომა, მორჩილება საერთო საქმისთვის, ქვეყნისთვის. იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნის მცირერიცხოვან, მაგრამ მჩხავანა მავნებლებს სურდათ ეკლესიისა და სახელმწიფოს დაპირისპირების გაღვივება. ვერ მივართვით კორონაცკლასტერს! საზოგადოების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოებრივად აზროვნებს.
ძალიან გთხოვთ, შევინარჩუნოთ ეს სულისკვეთება. მესმის, რომ დიდი დღესასწაულია, ზოგი ქეიფობს, მაგრამ თვითკონტროლს ნუ დავკარგავთ. რაც უფრო მაქსიმალურად დავიცავთ არსებულ დროებით, არაკომფორტულ წესებს, მით უფრო მალე შეგვეძლება თავისუფალ რეალობაში დაბრუნება. #დარჩისახლში შენზე ზრუნავენ და ლოცულობენ.
🇬🇪💓 მშვიდობა, ჯანმრთელობა და განვითარება საქართველოს, დედამიწას!
ამასობაში, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 93-მდე გაიზარდა”, – წერს გია აბაშიძე.

banner
წინა სტატიაშიზაალ ანჯაფარიძე : გუშინ დადასტურდა, რომ სწორი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაგია გაბრიჭიძე : გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო – ეს ნამდვილად ყველამ დავინახეთ