გია აბაშიძე : გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაინც ვხედავთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან პროცესის ძალიან მუქ ფერებში წარმოჩენისა და დრამატიზების მცდელობას“. – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის, მათ შორის ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ დებოშის მოწყობა უბანზე, კატეგორიულად მიუღებელია.
„ის ფაქტი, რომ 15 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ელექტორატის 31 პროცენტია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა აქტივობა იყოს იმის მსგავსი, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გვქონდა – 46%. “ – განაცხადა გია აბაშიძემ. მისი მოსაზრებით, გამორიცხული არაფერია და შესაძლოა არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.
„მთავარია, სწორად და დროულად მოხდეს საჩივრების განხილვა და არავის გაუჩნდეს კითხვის ნიშანი შედეგებთან დაკავშირებით. საინტერესო იქნება საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ პირველადი შედეგების შეფასება, მინიშნებები და რეკომენდაციები. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხსიმგებლობითა და ღირსებით დამარცხების აღიარება, საკუთარი შეცდომების დანახვა. იმედს ვიტოვებ, ყველა კანდიდატი აცნობიერებს ამას და არ გადაზრდის საკუთარ წარუმატებლობას მცირეხნიან პოლიტიკურ ავანტიურაში. „- განაცხადა გია აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკოს განცხადება მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ედისონ რისერჩის“ კვლევის თაობაზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის აგიტატორების მობილიზება კაბალაში – ოპოზიციის მტკიცებით #35 საარჩევნო უბანზე აგიტაციას ღიად ეწევიან