გია აბაშიძე – „ამერიკა და ევროპა მხარში უდგანან ხელისუფლებას, იმიტომ, რომ მათ დაიცვეს კონსტიტუციური წესრიგი“

ექსპერტმა, გია აბაშიძემ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ანალიზი გააკეთა. გია აბაშიძის თქმით, ამ მძიმე მოვლენების ფონზე, კარგია, რომ დასავლეთი – ამერიკა და ევროპა მხარში უდგას ხელისუფლებას, იმიტომ, რომ მათ დაიცვეს კონსტიტუციური წესრიგი.

“კარგიდან და პოზიტიურიდან დავიწყებ, რასაც ვხედავ ის არის, რომ გამოხმაურება ამ მოვლენებზე არის ძალიან ინტენსიური ევროკავშირიდან, ამერიკიდან. მათ ძალიან არ აუწევიათ ასე ვთქვათ პოლიტიკური თამასა და ეს ყველაფერი ხდება აქ საელჩოების დონეზე. დღევანდელი განცხადებაც, რომ ძალადობის წამქეზებლები არიან და გამოძიებულ იქნას მათი ქმედებები იმიტომ, რომ პოლიციამ ამაზე უპასუხა. ცხადია სავარაუდო ძალის გადამეტებაზეც არის მოწოდება და რომ ჩართონ სახალხო დამცველი ამაში. ეს არის ძალიან სწორი ოპტიმალური განცხადებები, ერთსულოვანი განცხადებები და მე ასევე ვხედავ, რომ სოციალურ ქსელებში ძალიან პროევროპულად, რომ მოაქვთ თავი ზოგიერთ ანალიტიკოსსაც, ისინი აკრიტიკებენ ევროკავშირის ელჩების განცხადებებს. როგორი ალოგიკურობაა ხომ?! მაგრამ მე ასევე მახსენდება პარალელების გავლების მცდელობა, რომ უნდათ 26 მაისზე და 7 ნოემბერზე. მე მთელი 11 წელი მიმუშავია ევროკავშირის წარმომადგენლობაში, ევროკავშირის ელჩების პოლიტიკური მრჩეველი ვიყავი და მახსოვს როგორ მოდიოდა იმ დღეებში მაგალითად, 2009 ში სამთვიანი პროტესტი, რომ იყო, როგორ სახიჩრდებოდნენ ჩვენი ადამიანები, როდესაც პროტესტის ღამე ტოვებდნენ და სახლში მიდიოდნენ. ეს ადამიანები ჩიოდნენ, თუ როგორ ესხმოდნენ თავს ალექსანდრეს ბაღში. მაგალითად, მთაწმინდის მიდამოებში გადაცმული პოლიციელები იტაცებდნენ, ატერორებდნენ და ა.შ. ფაილების მთელი დასტები იყო. ყოველ დღე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებში, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობაში, ცხადია სახალხო დამცველი. ნუ აქ უკვე ითქვა და ისედაც ვიცით რევანშისტების დესტრუქციულ ქმედებებზე, ვგულისხმობ სააკაშვილს, ძებნილ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს და ყოფილ მთავარსარდალს.
კარგი და პოზიტიური ამ შემთხვევაში ის არის, რომ დასავლეთის რეაგირება, ამერიკა და ევროპა ასე ვთქვათ მხარში უდგანან ხელისუფლებას, იმიტომ, რომ დაიცვეს მათ კონსტიტუციური წესრიგი. რა საკვირველია მოუწოდებენ გამჭვირვალე დროული სწრაფი და კომპლექსური გამოძიებისკენ. კარგია, რომ გაკეთდა განცხადებები თავად მთავრობისგანაც, რომ მზად არიან ჩართონ უცხოელი ექსპერტები. შემდეგ უკვე სიტუაცია, რომ დაწყნარდება უკვე შეიძლება კონსულტაციები გაიმართოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, ამ არალეტალური იარაღის შესაძლო შეზღუდვის თაობაზე, ოღონდ როცა დაწყნარდება, დამშვიდდება სიტუაცია. აქვე დავამატებდი, რომ ვესაუბრები რა მომუშავე დიპლომატებს, პირად საუბრებში ამბობენ, რომ შს მინისტრმა დაიცვა კონსტიტუციური წესრიგი და აქვე ვერ ხედავენ ისინი ვერანაირ პრობლემას. ასე ვთქვათ, თუ ის ვერ დაიცავდა წესრიგს დ მართლა მოხდებოდა შევარდნა, მთელი არეულობა და უბედურება. ეს ასეც მოხდებოდა. მაგრამ ერთი წამითაც წარმოვიდგინოთ მოწოდებები, რომ ყოფილიყო ვესტმინსტერის სასახლესთან ლონდონში – ეს წარმოუდგენელია. ზღაპარშიც კი რომელიმე ბრიტანელ დეპუტატს ეთქვა, რომ შევიჭრათ ვესტმინსტერის სასახლეში და დავამყაროთ იქ წესრიგი. აი რას იზამდა ლონდონის პოლიცია. სამწუხაროდ ცრუ მოლოდინებით, ცრუ აღქმებით, ფსევდო პარალელების გავლება ახასიათებთ სატელიტებს, ასევე სიტუაციურ მოკავშირეებს, რომლებიც კარგად ჩანან იმ გულახდილ პროტესტის გამომხატველებთან.“ – განაცხადა გია აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ნიკოლეიშვილი – ეს ყველაფერი დაიწყო ზუგდიდის არჩევნების შემდეგ, როდესაც „იარაღი ავიღოთ ხელში“ მოწოდებები ისმოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან
შემდეგი სტატია“თავისუფლების მარში” – მსვლელობა 19 საათზე დაიწყება