,,ღვთისმშობელი თვითონ ირჩევს, სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და მისი ნების გარეშე ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს კვართს”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 10, 2017 13:23

,,ღვთისმშობელი თვითონ ირჩევს, სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და მისი ნების გარეშე ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს კვართს”

დედა ღვთისმშობელი თვითონ ირჩევს, სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და მისი ნების გარეშე ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს კვართს – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა.

ირაკლი გოგოხია ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ მიმდინარე პროცესს სპეკულაციას უწოდებს. ზუგდიდის მერის განმარტებით, ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდში დარჩენის მოთხოვნით ქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობასთან ერთად საპატრიარქოს წერილით უახლოეს მომავალში მიმართავს.

”საპატრიარქოში შევიდა წერილი ფოთისა და ხობის ეპარქიიდან და ითხოვდნენ, რომ ერთი დღით წააბრძანონ ღვძთისმშობლის კვართი. ზუგდიდის მოსახლეობა ამის წინააღმდეგია. წელიწადში ერთხელ, 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე ხდება კვართის გამოსვენება და ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, რომ მოვიდეს და მოილოცოს.
ზუგდიდელების პოზიცია ასეთია, რომ ჯერ მოწვეული სტუმრები და ტურისტები შედიან ვლაქერნობას და შემდეგ საღამოს შედიან ადგილობრივები, რათა მათ ხელი არ შეუშალონ.

ყოველ წელს ხდება ეს სპეკულაციები და ხალხში მღელვარებას იწვევს. თან მარიამობის მარხვის წინ. ჩვენი პოზიცია პატრიარქთან დაფიქსირებულია რამდენჯერმე. მე ვერ ვხვდები პატრიარქის გვერდის ავლით ესეთი რაღაცები რატომ ხდება.

ჩვენ გავამზადებთ განცხადებას, მთელი ქალაქის მოსახლეობა მოაწერს ხელს და იმედია, ჩვენს მოთხოვნას წმინდა სინოდი დააკმაყოფილებს.

დედა ღვთისმშობელი თვითოინ ირჩევს სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს დედა ღვთისმშობლის კვართს. დედა ღვთისმშობელი მფარველობს სრულიად საქართველოს და ზუგდიდს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც დედა ღვთისმშობელი მოინდომებს”, – განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და საპატრიარქოს სიწმინდეების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე მეუფე ვახტანგი გუშინ ზუგდიდის მრევლს შეხვდნენ. მეუფე ვახტანგის განცხადებით, ის ზუგდიდში სწორედ მრევლისა და სასულიერო პირების მოსასმენად და საკითხის შესასწავლად ჩავიდა. კვართის ხობის მონასტერში ერთი დღით გადატანასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს.

წყარო: www.ipn.ge

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 10, 2017 13:23