ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 34 წლის პაციენტი მე-4 სართულის ფანჯრიდან გადახტა

ღუდუშაურის სახელობის კლინიკასთან დღეს დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. მედიკოსების ინფორმაციით, საავადმყოფოს 34 წლის პაციენტი მე-4 სართულის ფანჯრიდან გადახტა.

მწვავე პნევმონიის დიაგნოზით კლინიკაში ის გუშინ მოათავსეს და მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.

თანამშრომელბის განმარტებით, პაციენტის გაკავება პერსონალმა და დაცვამ ვერ შეძლო და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რამდენად დაცული იყო უსაფრთხოების ზომები საავადმყოფოში, ამ საკითხს გამოძიება სწავლობს.

banner
წინა სტატიაშიიან კელის განცხადებით, აშშ-ს უამრავი პროგრამა აქვს, რითაც საქართველოს ეხმარება
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა მთავრობას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს