ღუდუშაური: სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფი თაკო ჩარკვიანს უკვე შექმნილი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს მსჯავრდებას, რომელიც მას აქვს მძიმე დანაშაულებისთვის.

მისივე თქმით, არ არსებობს არსად ისეთი პრეცედენტი, რაც მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა თავის წარმომადგენლებს.

„სააკაშვილი, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. აქედან გამომდინარე, სრულიად სამარცხვინოა, რომ ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს მსჯავრდებას, რომელიც მას აქვს მძიმე დანაშაულებისთვის. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, რაც მან მოიფიქრა, თუ შესთავაზა თავის წარმომადგენლობას. ასეთი საინიციატივო ჯგუფი პრაქტიკულად უკვე შექმნილი არის – თაკო ჩარკვიანი, თავიანთი პარტიის წევრები. ასეთ შემთხვევაში ახალი არაფერი უთქვამს მას. აქედან გამომდინარე, სჯობს, დაუბრუნდნენ ნორმალურ დღის წესრიგს, გააცნობერონ ის რეალობა, რაც არის და თვალი გაუსწორონ იმ სიმართლეს, რომლის შედეგადაც სააკაშვილი არის მსჯავრის ქვეშ“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე
შემდეგი სტატიავაშაძე – ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ