ღუდუშაური: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ზურა ჯაფარიძეს სურს, იმუშაოს „გლოვოში“

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ზურა ჯაფარიძეს დიდი სურვილი აქვს, იმუშაოს „გლოვოში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზურა ჯაფარიძეამით ხსნის, რომ არ ეძლევა საშუალება, ერთი მხრივ, საპარლამენტო საქმიანობა განახორციელოს, ხოლო მეორე მხრივ, „გლოვოს“ საკურიერო მომსახურებაში ჩაერთოს და მიიღოს შემოსავალი.

„მან უნდა აირჩიოს, გააგრძელოს „გლოვოს“ კურიერად მუშაობა ან საპარლამენტო საქმიანობა და ხალხის საჭიროებებთან დაკავშირებით საპარლამენტო მანდატი აღასრულოს. ამიტომ უნდა გაერკვეს. ერთმანეთთან რომ არის ეს შეუთავსებელი, ცხადია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

როგორც ცნობილია, საქმის შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს მოსარჩელეებს, ზურა გირჩი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას.

რაც შეეხება თამარ კორძაიას, მან გაიწვია სარჩელი, რომლითაც დეპუტატის უფლებამოსილების შენარჩუნებაზე პარლამენტის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშინათელაშვილი: მკრეხელობად მიმაჩნია, ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე ვიფიქრო
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award-ის ჯილდო წელსაც მიიღო