ღუდუშაური: „ქალბატონ ზურაბიშვილს ახლა უწოდებენ ხომ პრეზიდენტს, როცა სჭირდებათ, როგორმე სააკაშვილის შეწყალებას მიაღწიონ?!

„ქალბატონ ზურაბიშვილს ახლა უწოდებენ ხომ პრეზიდენტს, როცა სჭირდებათ, როგორმე სააკაშვილის შეწყალებას მიაღწიონ?! უხერხულია, არათანმიმდევრულია. ვხედავთ ინსტიტუციებზე როგორი შტურმი ხორციელდება და მეორე წუთს მათ უხერხულობას არ უქმნის ის, რომ ისაუბრონ პოლიტიკურ შერიგებაზე. საზოგადოებას თვალში ნაცარს ნუ შევაყრით და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, რომელიც იმაზე ბრძენია, ვიდრე წარმოუდგენია “ნაციონალურ მოძრაობას”. რა დასხდომაზე და გადაწყვეტილების მიღებაზეა საუბარი, მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და ამავდროულად მსჯავრდებული მძიმე დანაშაულებში, აქ დასრულდა ეს და ძალიან დიდი წერტილი. რაც შეეხება მარგველაშვილს, არ ღირს ამაზე კომენტარების გაკეთება, ის არის ყოფილი პრეზიდენტი და აქაც წერტილი! რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან თავის პოზიცია დააფიქსირა – „არა და არასდროს” და მორჩა და გათავდა, რაზე უნდა ვისაუბროთ?! “-ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი: თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი: მესამე მსოფლიო ომია, პანდემიას ვგულისხმობ