ღუდუშაური – პრემიერის მოსმენაზე ოპოზიციამ კვლავ შოუს მოწყობა შემოგვთავაზა

პრემიერის მოსმენაზე ოპოზიციამ კვლავ შოუს მოწყობა შემოგვთავაზა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის გამოსვლა იყო შთამბეჭდავი და მოქალაქეთა პრობლემებსა და საჭიროებებზე იყო ორიენტირებული.

„პრემიერ – მინისტრის პარლამენტში გამოსვლა იყო შთამბეჭდავი, ყველა იმ გამოწვევაზე იყო პასუხი მის ანგარიშში, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, ნათელი იყო და ყველამ დაინახა, რომ ოპოზიცია მასკარადის მოწყობას შეეცადა. სამწუხაროდ, საქმიანი და საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, ოპოზიციამ კვლავ შოუს მოწყობა შემოგვთავაზა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში 54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა იგეგმება
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – „ოცნება“ მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე ხელს თუ არ აიღებს, ამას კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება