ღუდუშაური პანსიონზე – სერიოზულად განსახილველია ომბუდსმენის მიერ დამზაფრავი თემების შემოტანა

“სერიოზულ განხილვასა საჭიროებს ზოგადად სახალხო დამცველის მიერ, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოცხადებული ქრონიკებივით ყოველკვირეულად, რაღაც ასეთი დამზაფრავი თემების შემოტანა თუ შემოგდება. არ ვიცი. მე ვისურვებდი და მთავარი სამიზნე უნდა იყოს არა ის, რომ ინფორმაცია გავავრცელოთ, რამაც შეიძლება ინტერესი დააზიანოს. მე ვისურვებდი, რომ საქმეზე ვიყოთ ორიენტირებულნი და ნებისმიერი ჩვენი ქმედება ან განზრახვა დავაფუძნოთ და სამიზნედ დავისახოთ შედეგის მიღება. მით უფრო ამ ყველაფერს, რაც ნინოწმინდის პანსიონს ეხება, იცით, რომ რამდენიმეწლიანი მონიტორინგის შედეგი იყო ის, რომ სახალხო დამცველს შესაძლებლობა ეძლეოდა, მანამდე დაკვირვების ქვეშ ყოფილიყო პანსიონი და რატომღაც გახდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში. კითხვა მიჩნდება რატომ გახდა მაინც და მაინც იმ კონკრეტულ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ერთია, ანგარიშს აქვეყნებ და პოზიციას აყალიბებ და მეორეა, რა მიზანს ისახავს ეს”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

წინა სტატიაშიელისაშვილი შიმშილობაზე – გულდასაწყვეტია, რომ სააკაშვილი ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება