ღუდუშაური – მიჭირს იმ რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის „გაფარჩაკებულ“ თუ „გაბანძებულ“ მდგომარეობას

“მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე ამ წერილითაც ნათლად ჩანს. ეს ადამიანები არ იცვლებიან, არ იცვლება მიხეილ სააკაშვილი, ის ბუნებით არის მოძალადე და ავანტიურისტი, მისი აქ ჩამოსვლის მიზანი სწორედ არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობა იყო. ამავე წერილში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავისთან ბოდიში არ აქვს მოსახდელი და თუ ვინმემ ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს არის თურმე ხელისუფლება და ამ განცხადების შემდეგ საუბრობენ შერიგებაზე, ეს არის ფარსი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას და “ნაციონალურ მოძრაობას” მორგებული ჰქონდათ ნიღაბი, რომლის ტარებაც გაუჭირდა. ის არის ბუნებით მოძალადე და ავანტიურისტი. მიჭირს იმ რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის “გაფარჩაკებულ” თუ ბოდიში და “გაბანძებულ” მდგომარეობას. ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის განცხადება, სრულიად სასოწარკვეთილია და უჭირს მიიღოს სასჯელი, რომელიც მისჯილი აქვს სამართლიანად და საზოგადოებისგან ითხოვს აქციების მოწყობას, რომ როგორმე მისი თქმით, ტყვეობიდან დაიხსნან. ეს არის გაუგონარი აგრესიის მქონე და მოძალადე ადამიანის განცხადება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

წინა სტატიაშიჭიჭინაძე – ზურაბიშვილმა, მარგველაშვილმა, სააკაშვილმა რომც მოაწერონ რამეს ხელი და მერე ზედ კობახიძემ და მელიამაც დაამოწმონ, მაინც არაფერი გამოვა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა