ღუდუშაური ხაზარაძეზე: როცა საუბრობს, თითქოს ჩვენს რაღაც გაუგებარ ქმედებაზე და სიტყვას არ ახსენებს წარსულთან დაკვშირებით, ჩვენ შევახსენეთ

ხაზარაძე იქნება, თუ ნებისმიერი ოპოზიციონერი, როცა საუბრობს, თითქოს ჩვენს რაღაც გაუგებარ ქმედებაზე და ამ დროს, გვერდით უსხედან ადამიანები, რომლებიც იყვნენ უშუალოდ ჩართული ან პირდაპირ კავშირში იმ რეჟიმთან, ისრებს ჩვენი მისამართით ისროდნენ და სიტყვას არ ახსენებდნენ წარსულთან დაკვშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს სწორედ ეს შეახსენეს.

„ოპოზიცია საუბრობს სიძულვილის ენაზე და პირდაპირ პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადის მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ შორის იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც პარტიული ტელევიზიებია. არა მარტო ჩვენ, დეპუტატებს და მთავრობის წარმომადგენლებს, არამედ ჩვენს ოჯახის წევრებსაც ეხებიან, მათ შორის შვილებს არ ინდობენ. ეს ადამიანები უკვე საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერმა პირმა შეიძლება, ისაუბროს. ხაზარაძე იქნება, თუ ნებისმიერი ოპოზიციონერი, როდესაც საუბრობს, თითქოს ჩვენს რაღაც გაუგებარ ქმედებაზე და ამ დროს, გვერდით უსხედან ადამიანები, რომლებიც იყვნენ უშუალოდ ან ჩართულები ან პირდაპირ კავშირში იმ რეჟიმთან, ისრებს აქეთ ისროდნენ, ჩვენი მისამართით და სიტყვას არ ახსენებდნენ წარსულთან დაკვშირებით. ჩვენ ეს შევახსენეთ და ეს ასე იქნება.

ნურავის ნუ ექნება განცდა, რომ ვიღაცას რაღაცას დააბრალებს და ამაზე პასუხს არ აგებს. ყველას უნდა შევახსენოთ, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ კარგად იცის, იმ დროს, როდესაც „ნაცინალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, სადაც ნახევარი საქართველო დაპატიმრებული იყო, მეორე ნახევარი საქართველო დაკავებული იყო იმის მცდელობით, რომ ეს ნახევარი საქართველო ტყვეობიდან გამოეხსნათ. საკუთარი შვილები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები და დებდნენ ქონებას. ამ დროს არავინეკითხებოდა არც სესხის მიზნობრიობას და არც არაფერს. ეს იყო სისტემა“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ჩემი მთავარი საზრუნავია არჩევნების მშვიდად, წყნარად, გამჭვირვალედ ჩატარება და შემდეგ მხოლოდ საქმეზე ფიქრი და მუშაობა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- გვინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ, გაუგებარი და აბსურდული დაპირებები, კარგად ვიცით მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ, ჩვენი დაპირებები რეალისტურია