ღუდუშაური ენმ-ს: გაყალბებულ პარლამენტში, ძალიან უხერხული ხომ არ არის რაიმე თანამდებობის მოთხოვნა?

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ისე ელვისებურად იცვლება, რომ რიგ შემთხვევაში ძალიან რთულია, ერთი მხრივ, თვალყური მიადევნო, მეორე მხრივ, საინტერესო არ არის. ჩვენთვის ეს არანაირი დღის წერსრიგის შემადგენელი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თანამდებობის მოთხოვნა იმ პარლამენტში, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებს, უხერხულია.

„მინდა, თქვენ დაუსვათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ან ლიდერებს ასეთი კითხვა – მათი თქმით, გაყალბებულ პარლამენტში, ძალიან უხერხული ხომ არ არის რაიმე თანამდებობის მოთხოვნა? როდესაც იმ პარლამენტს, სადაც შენ ითხოვ თანამდებობას, ლანძღავ, შეურაცხყოფას აყენებ და ეძახი გაყალბებულს, უბრალოდ, უხერხულობა უნდა გქონდეს, მორალურ ნაწილში მაინც. ჯერ ბოდიში არ მოგიხდია და ითხოვ თანამდებობას. ეს არის გნებავთ, რეგლამენტში ჩანაწერი და გნებავთ, ადამიანური ღირსების და მორალის საკითხი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშიავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია მთავრობის წარმომადგენლებს: თქვენ არ გჯერათ თავისუფალი საზოგადოების