ღუდუშაური – დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი, მას ისტორია სათანადოდ დააფასებს

დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი, მას ისტორია დააფასებს სათანადოდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქართული ოცნების“ დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ გამოდიან სააკაშვილის დიქტატიდან, კომიკურ დღეში არიან.

„დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი და მას ისტორია დააფასებს სათანადოდ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ყველა ის პირი, ვინც ის რეჟიმი ქართველ ხალხთან ერთად სამართლიანად დაასრულა. უმადურები არ უნდა ვიყოთ, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლით პრაქტიკულად გამოვიდა კომფორტის ზონიდან და ქართველ ხალხთან ერთად დაასრულა ის ტირანია და რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ამ ქვეყანაში განვითარების საშუალებას უსპობდა. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ გამოდიან სააკაშვილის დიქტატიდან, ხედავთ, როგორ კომიკურ დღეში არიან, დღესაც სააკაშვილის ზრახვებს დამონებულები აკეთებენ იმას, რაც ამ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი და საზიანოა”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, მთელი ამ ხნის მანძილზე ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ემსახურება ადამიანის უფლებებს და ადამიანის კეთილდღეობას, მაშინ როცა წარსულში მათი უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი.

“ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ დღეს თუ არა ხვალ რეპრესიის მანქანა მის კარზე დააკაკუნებდა, „გააკულაკებდა“, ბიზნესს, სიცოცხლეს, ოჯახის წევრს წაართმევდა. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. დანარჩენი ყველა ის სიკეთე – საკანონმდებლო ცვლილებები, სოციალური პროგრამები, სახელმწიფო ინტერესების, უსაფრთხოების დაცვა, სტრატეგიული ინტერესების განვითარება, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მთავარ რამეს – ადამიანი, ადამიანი და ისევ ადამიანი,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშითუ რუსეთი ოკუპირებულ ქალაქებში აღლუმს გამართავს, უკრაინაში 9 მაისს შეიძულებენ – ზელენსკი
შემდეგი სტატიასარჯველაძე – მისასალმებელია „ფრიდომ ჰაუსის“ რეკომენდაციათა ნაწილი ევროინტეგრაციის დაჩქარებაზე, რაც ძლიერი დემოკრატიის სახელმწიფოებისგან მეტ მხარდაჭერას გულისხმობს