ღრმაღელის ქუჩაზე ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

თბილისში, ღრმაღელის ქუჩაზე, ე.წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ცეცხლი გვერდით მდებარე სახლებზეც გავრცელდა.

ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“გირჩი” კიდევ ერთმა წევრმა დატოვა- გუგა ჩაფიჩაძე პოლიტიკიდან მიდის
შემდეგი სტატიაIDFI: 2013 წელს 10 თვის მონაცემებით, შს სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით 6 969 892 ლარი გაიცა