„ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ აქამდე მივიდა“ – ჯონ ბასი სავიზო შეზღუდვებზე

აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასმა.

დიპლომატი გამოეხმაურა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებას სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ხელყოფენ.

ჯონ ბასი, როგორც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, „ღრმად დამწუხრებულია“, რომ საქმე აქამდე მივიდა.

ბასი საქართველოში ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშისოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა
შემდეგი სტატიაბრიტანული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ბრიტანულ სამიზნეებს დაარტყამს – ზახაროვა