„ღორის გრიპით“ მარნეულში მამაკაცი გარდაიცვალა

55 წლის კაცი H1N1 ვირუსით მარნეულის ავერსის კლინიკაში გარდაიცვალა. ის ორი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ეთერ ლაფერაძის თქმით, გარდაცვლილს ე.წ „ღორის გრიპის“ გარდა, რამოდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რის გამოც პაციენტმა ვირუსი ვეღარ დასძლია და გარდაიცვალა.

ლაფერაძე განმარტავს, რომ მარნეულის მასშტაბით, ვირუსთან საბრძოლველად, ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ ვრცელდებოდა.

„ყველა საავადმყოფოს, სოფლის ექიმებსა და სტაციონარებს მიეწოდებოდათ ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ, მარნეულში პრობლემა არ იყო. პრეპარატი ჯერ ჩვენი სამსახურიდან გაიცემოდა, ხოლო შემდეგ გადაეცა 3 აფთიაქს, რომლებიც არიან პსპ, ავერსი და ფარმადეპო. მიუხედავად ამისა, ხდება გართულებები, სწორედ ამ შემთხვევაში გრიპი დაეწყო, მოხდა გართულება და გარდაიცვალა ერთი ადამიანი.“ – ამბობს ეთერ ლაფერაძე

მარნეულის მასშტაბით სულ „ღორის გრიპით“ დაავადების 7-8 ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევა ფიქსირდება.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ზრდა გამოწვეულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი მომართვიანობით”