ღონისძიებებზე დასასწრებად თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი ეწვია

xose3 ცნობილი ესპანელი ტენორი ხოსე კარერასი კარიერას ასრულებს და საქართველოს „მსოფლიოს ფინალური ტურის“ ფარგლებში ეწვია.
ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი 18 ივნისს, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა; დირიჟორი დავიდ ხიმენეს კარერასი. კონცერტში მონაწილეობდა ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია, რომელმაც ცნობილ ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტი შეასრულა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში გაიმართა.
პროექტის „Check in Georgia” განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სამი გრანდიოზული კონცერტი – ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ჯგუფი „Maroon 5”. კონცერტებზე დასასწრები ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა; ტრანზაქციები შესრულდა მსოფლიოს 52-ზე მეტი ქვეყნიდან. სპეციალურად ამ ღონისძიებებზე დასასწრებად თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი ეწვია.

https://youtu.be/vULYQV7bCQk

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონი მეორედ გახდა ბებია
შემდეგი სტატია“რუსთავი 2″_ის გადამღებ ჯგუფს და პარლამენტარს თავს დაესხნენ