ღონისძიებაზე, რომელსაც მამუკა ბახტაძე ესწრებოდა ევაკუაცია გამოცხადდა

ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერი ესწრებოდა ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

განგაშის სიგნალი მაშინ ჩაირთო, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი მედიას კომენტარს აძლევდა. განგაშის ზარის ჩართვის მიზეზი, სავარაუდოდ სიგარეტის კვამლი აღმოჩნდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები, აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის მიერ გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა. ცნობილი გახდა, რომ აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

ცენტრი რეგიონული მნიშვნელობისაა და მას ანალოგი არ აქვს. ცენტრი 16 წელს გადაცილებულ ადამიანებს მოემსახურება და არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებაში დაეხმარება.

banner
წინა სტატიაშიცინიკურია შეფასება, რაც ხელისუფლებას აქვს, თითქოს სამი საათის განმავლობაში ჩემი ხოტორა თავი ვერ იცნეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა იყო