საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “საბოტაჟის” საქმე, ჯერ საზოგადოებისთვი დაიხურა, ახლა კი პროცესზე მასაც აღარ უშვებენ.
“პოლიტიკური ლიდერების “საბოტაჟის”, იგივე ივანიშვილის ზვიგენის საქმეზე, რომელიც ჯერ საზოგადოებისთვის დახურეს და ახლა უკვე, მე აღარ მიშვებენ საკუთარ “პროცესზე”, “პროკურორი” ქალი კითხულობს ბრალდებას:
ისე კი, ჩემთვის დიდი პატივია რა თქმა უნდა, როგორც ქართველი ხალხის, ასევე უკრაინელებისთვის ბრძოლა, დიახ ამ ბოლომდე გაგიჟებული დიქტატორის და მის მიერ გატარებული საქართველოს განადგურების “პრაგმატული პოლიტიკის” წინააღმდეგ და დიახ სანქციები აუცილებელია”,_ წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

















