“ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სულისა და გონების ცოდვებისაგან განწმენდა შევძლოთ”

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ღვთიური ნათების შესახებ იქადაგა და მრევლი დალოცა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ცოდვებისგან გაწმენდა და ღვთიური ნათების მათ სულებში დამკვიდრება უსურვა.
“დიდმარხვაში პირველი წირვის დროს მოძღვარი საოცარ სიტყვებს ამბობს: ნათელი ქრისტესი განგანათლებს ყოველწამს! ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ მზად ვართ თუ არა მივიღოთ ეს ნათელი. ნათელი ქრისტესი არის ისეთივე ხელთუქმელი, დაუსაბამო, როგორც თვით უფალია. წმ. გრიგოლ პალამა ეხება ამ საკითხს – ქრისტეს ნათელს, ფერისცვალების ნათებას. ფერისცვალების დროს, თქვენ იცით, მისი სახე ბრწყინავდა და მისი სამოსელი ელვარებდა და ლოცვში წერია, რომ უფალმა მოციქულებს თავისი დიდება აჩვენა, არა სრულყოფილი დიდება, არამედ ის დიდება, რამდენადაც შეეძლო მოციქულებს ეხილა. მთელი ნათება რომ ეჩვენებინა, მოციქულები ვერ აიტანდნენ ამ ნათებას. იცით რომ, მოსე წინასწარმეტყველი როცა მთაზე ავიდა, მას 10 მცნება მიეცა. ხალხთან რომ ჩამოვიდა,  მისი სახე ანათებდა აი, ამ ღვთაებრივი ნათებით, იმდენად დიდი იყო ის ნათება, რომ მოსე წინასწარმეტყველი იძულებილი იყო, თავზე შესამოსელი გადაეფარა. როცა იერუსალიმში, აღდგომის წინ ღვთაებრიუვი ცეცხლი გადმოდის, ამ დროს, ეს არ არის ჩვეულებრივი ცეცხლი. ეს არის ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც ახლავს უფალს. ღმერთმა ინებოს, რომ შევძლოთ განწმენდა ჩვენი სულისა, გულისა, გონებისა, ბიწისაგან, ცოდვებისგან, რომ ნათელმა ქრისტესამ დაიმკვიდროს ჩვენს შორის.
დალოცვილი და გახარებული იყავით! ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს მცირედი მაინც, ღვთაებრივი ნათების მატარებელი, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენთან არს ღმერთი! დალოცვილი და გახარებული იყავით!
ღვთის მადლით გავიდა 2 კვირა და მალე იქნება ბრწყინვალე აღდგომა, ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ, საქართველოს და მთელს მსოფლიოს!”,- ბრძანა ქადაგებისას ილია მეორემ.
ქადაგების შემდეგ დეკანოზი ანდრია მანჩაკოვი მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა; ასევე დეკანოზი დავითი ლომიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით, ხოლო დეკანოზი მიქაელი ელიაძე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
banner
წინა სტატიაში“ჩვენ წელსაც ისე აღვნიშნავთ ცხრა მაისს, როგორც აქამდე”- აბაშიძის პასუხი მოსკოვის მერიის ტენდერზე
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაათვალიერა