ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამან არჩევნები მოიგოს, უკან შემოიტანს მარიხუანას შესახებ კანონს

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამან არჩევნები მოიგოს, უკან შემოიტანს მარიხუანას შესახებ კანონს, აღარ გახსოვთ მისი ანთებული თვალები, 500% მოგებას მოიტანსო?!, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. სააკაშვილი ივანიშვილს კოლუმბიელ ნარკომაფიოზს, პაბლო ესკობარს ადარებს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილსაც იგივე დაპირებები აქვს, რაც თავის დროზ ესკობარს ჰქონდა.

“ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამან არჩევნები მოიგოს, უკან შემოიტანს მარიხუანას შესახებ კანონს. აღარ გახსოვთ მისი ანთებული თვალები, 500% მოგებას მოიტანსო?! ცნობილმა ნარკომაფიოზმა, პაბლო ესკობარმაც თქვა, ამირჩიეთ და კოლუმბიის მთელ ვალს გავისტუმრებო, მაგრამ მერე – პლანტაციები გამაშენებინეთ მთელ კოლუმბიაშიო და ზუსტად იგივეს გვთავაზობს ივანიშვილი. პაბლო ესკობარი მართლა ვიღაცას უხდიდა ფულს, მაგრამ ივანიშვილი ისეთი „ჟმოტია“, რომ ბოლომდე ვერც ნარკომაფიოზად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,რა მილიარდნახევარს დახარჯავს კაცი, რომელმაც ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ბოლო ორ წელიწადში ამოიღო სამი მილიარდი ლარი”
შემდეგი სტატიამმართველი გუნდის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგები სამარცხვინო იყო