ღმერთი ყოველთვის ცდილობს, დაიმდაბლოს თავი და ჩვენ კი, ყოველთვის სიდიადეს ვეძებთ – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესა აღავლინა. სადღესასწაულო მესას კოვიდ-რეგულაციების დაცვით 2 000-მდე პირი დაესწრო. პაპმა მიმართვისას მორწმუნეებს მოუწოდა გაჭირვებულ ადამიანებზე იზრუნონ და ძალაუფლებისა და სიმდიდრისკენ სწრაფვა შეწყვიტონ.

„მოდით, ვკითხოთ ჩვენს თავს, შეგვიძლია მივიღოთ ის, თუ როგორ მოგვევლინა ღმერთი. ეს არის შობის გამოწვევა. ღმერთი მოგვევლინა, მაგრამ ბევრმა ეს ვერ გააცნობიერა. ღმერთი პატარა ჩვილად მოგვევლინა. ღმერთი ყოველთვის ცდილობს, დაიმდაბლოს თავი და ჩვენ კი, ყოველთვის სიდიადეს ვეძებთ. ღმერთი დაიბადა, რათა ჩვენ გვემსახუროს. ჩვენ კი, მთელ ცხოვრებას ვატარებთ სიდიადის და აღიარების მოპოვებაში“, -განაცხადა რომის პაპმა.

banner
წინა სტატიაშიის იყო პირველი, ვინც ჩემს მიმართ მოპყრობას “წამება” უწოდა – სააკაშვილი უკრაინელ ომბუდსმენზე
შემდეგი სტატიაპრემიერი – ჩვენს სულიერ მამას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ